მთავარი / სიახლეები / “ლიონი” მატუიდის დამატებას გეგმავს

“ლიონი” მატუიდის დამატებას გეგმავს

„ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ Tuttosport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ზაფხულში ბლეზ მატუიდის დამატებას გეგმავენ.

ოლამ ასევე ისაუბრა ადრიენ რაბიოსა და მატიას დე ლიხტის შესახებ:

„პოგბა აბსოლუტური ტოპია, მაგრამ რაბიო უფრო ტექნიკური და ახალგაზრდაა, ვიდრე პოლი. ადირენმა თავისი პოტენციალის მხოლოდ 60% აჩვენა, თავიდან ცოტას თამაშობს. იანვარში „იუვეს“ 6-თვიანი იჯარით მივმართეთ. მაგრამ ზუსტად ამ მომენტში მან პროგრესირება დაიწყო. მერწმუნეთ, დიდი ტალანტია.

შარშან ზაფხულს მატუიდის დამატებას ვცდილობდით და მომდევნო ზაფხულს ისევ ვისაუბრებთ. მატუიდი ჩვენთვის შესანიშნავი შენაძენი იქნება ტაქტიკურად ძალიან ძლიერია, მსოფლიოს ჩემპიონია. „იუვენტუსში“ ასევე ძალიან ვაფასებ დე ლიხტს. გასულ წლებში ჩვენ მას ვაკვირდებოდით, მაგრამ „ლიონისთვის“ ძვირი ღირდა, ამიტომ ყურადღება „სამპდორიაში“ ანდერსენზე გავამახვილეთ. ის დამპირდა, რომ „იუვესთან“ ორი შესანიშნავ თამაშს ჩაატარებს, რადგან იტალიაში თამაშ მიჩვეულია“, – აღნიშნა ოლამ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …