ტურინის „იუვენტუსი“ შაბათს „სპალს“ დაუპირისპირდება და ამ შეხვედრას განსაკუთრებით ფრთხილად ოთხი ფეხბურთელი უნდა მოეკიდოს. მატიას დე ლიხტი, ხუან კუადრადო, პაულო დიბალა და ადრიენ რაბიო მომდევნო მატჩის გამოტოვების საფრთხის წინაშე არიან.
საქმე იმაშია, რომ ოთხივეს ოთხი ყვითელი ბარათი აქვთ და თუ „სპალთან“ რომელიმეს გააფრთხილებენ, შემდეგ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. „სპალის“ შემდეგი მატჩი კი სერია A-ში „იუვეს“ უშუალო კონკურენტ „ინტერთან“ აქვს.
ასე რომ, მათ ფრთხილად თამაში მართებთ. აქვე გეტყვით, რომ „სპალთან“ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ლეონარდო ბონუჩი გამოტოვებს, რომელმაც წინა ტურში მიიღო მეხუთე გაფრთხილება, თორემ ისიც იგივე საშიშროების წინაშე დადგებოდა.