მთავარი / სიახლეები / გარსია: “როგორ შევაჩეროთ რონალდუ? საზღვარზე არ უნდა შემოვუშვათ”

გარსია: “როგორ შევაჩეროთ რონალდუ? საზღვარზე არ უნდა შემოვუშვათ”

ფრანგული „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ Corriere Dello Sport-თან „იუვენტუსთან“ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა და კრიშტიანუ რონალდუს შეჩერების საინტერესო გეგმაც დაასახელა.

„როგორ შევაჩეროთ რონალდუ? საზღვარზე. თუ გადაწყვეტენ, რომ ლიონში არ მოსწონთ და არ სურთ აქ ითამაშოს. მე ყველას ვეუბნები, რომ ეს არის გამოწვევა. ეს უნდა იყოს მოტივაცია, მათ შორის ჩემთვისაც. ობიექტურად რომ მივუდგეთ საკითხს, „იუვენტუსისთვის“ წილისყრა შეიძლებოდა უარესი შედეგით დასრულებულიყო, ჩვენთვის კი შესანიშნავი შესაძლებლობაა.

VAR-თან ერთად „რომაში“ სკუდეტოს მოვიგებდი? არ ვიცი, ყველა ეპოქას თავისი ისტორია აქვს. არასდროს მქონია განცდა, რომ „იუვენტუსი“ მსაჯების ფავორიტი იყო, მაგრამ VAR-თან ერთად მსაჯობა უფრო სამართლიანია“, – განაცხადა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ – „იუვენტუსის“ შეხვედრა 26 თებერვალს საფრანგეთში გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …