მთავარი / სიახლეები / ოლა: “იუვე” მომხიბლავი გუნდია, მაგრამ ჩვენ პატარა “აიაქსი” ვართ”

ოლა: “იუვე” მომხიბლავი გუნდია, მაგრამ ჩვენ პატარა “აიაქსი” ვართ”

„ლიონის“ პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა „იუვენტუსით“ აღფრთოვანებულია, მაგრამ საკუთარი გუნდის წარმატების სჯერა.

„ჩვენთვის ეს ისტორიის რანდევუა. ეს უფრო მეტია, ვიდრე გარდამტეხი თამაში. მიუხედავად ბევრი ტრავმებისა და ჩემპიონატში ჩავარდნისა, ჩვენ გვქონდა ოცნება, რომ აქ ვყოფილიყავით.

„იუვენტუსი“ მომხიბლავი და საშიში გუნდია. აღფრთოვანებული ვარ რონალდუთი, პიანიჩით, მატუიდით, ძალიან მომწონს რაბიო, მაგრამ უფრო მომეწონება მათი შეჩერება. ვფიქრობ, „ლიონი“ პატარა „აიაქსია. ეს თამაში რთულ პერიოდში გვაქვს, მაგრამ დადებითი შედეგისთვის ვიბრძოლებთ“, – თქვა ოლამ.

შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ – „იუვენტუსის“ მატჩი ხვალ 00:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …