ფრანგული „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.
„ბიანკონერი“ რამდენიმე საათის განმავლობაში შევისწვალე და აღმოვაჩინე რამდენიმე სუსტი წერტილი და ბევრი ხარისხი. სრულყოფილი გუნდია. ვიცი, რომ გუნდების უმრავლესობამ, რომლებმაც „იუვეს“ სირთულეები შეუქმნეს, სამი მცველით ითამაშეს, მაგრამ „ნაპოლიმ“ ეს ოთხი მცველით გააკეთა. ზოგადად, მე არ შემიძლია კოპირება სხვა ადამიანების თამაშის სისტემის, მე უნდა დავავალო ჩემს მოთამაშეებს, რომ საუკეთესოდ შეარულონ დავალება.
კორონავირუსი? იტალიაში შექნილ სიტუაციას არანაირად არ ვიღებთ მხედველობაში, ჩვენს სფეროზე ვართ ორიენტირებული. არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ. ვნახოთ შეძლებენ თუ არა გულშემატკივრები მატჩზე დასწრებას, ჩვენ კი მხოლოდ მოედანზე ვფიქრობთ, სხვა არაფერზე.
სარი ტაქტიკურად ძალიან ზუსტი მწვრთნელია, მისი თამაშის პრინციპებს ვსწავლობ „ემპოლიდან“ მოყოლებული, როდესაც მე „რომაში“ ვმუშაობდი. „ბიანკონერის“ წინააღმდეგ თამაში ყველასთვის მოტივაციაა. ხელი უნდა შევუშალოთ სარის გუნდს თავის ძალის დემონსტრირებაში. ჩვენი აუდიტორიის წინაშე ვითამაშებთ და მხოლოდ დაცვაზე ფიქრი საკმარისი არ იქნება. ჩვენ ყველაფერი არ დაგვიკარგავს, წინააღმდეგ შემთხვევაში მერვედფინალში ვერ ვიქნებოდით. ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონატი არაა.
მერვედფინალში მხოლოდ დიდი გუნდები რჩებიან. ყველა ფიქრობდა, რომ „ლივერპული“ „ატლეტიკოს“, ხოლო პსჟ „დორტმუნდს“ დაამარცხებდა, მაგრამ პირიქით მოხდა… ჩვენზეა, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ პირველ შეხვედრაში დადებითი შედეგისთვის. ისინი ფავორიტები არიან, მაგრამ ჩვენნ გვინდა პროგნოზები დავამსხვრიოთ. მოტივაციაზე კი არ ვდარდობ და არ გვაკლია.
2013 წელს, როდესაც „რომაში“ მივედი, გავეცანი იტალიის ჩემპიონატსა და „იუვენტუსის“ ინსტიტუტს. „იუვესა“ და „ლიონს“ შორის მსგავსება არი: ორი პრეზიდეტი ანიელი და ოლა, საკუთრებაში მქონე სტადიონები. აქ უნდა მოიგო ტიტულები და არასდროს იცი რა მოხდება ფეხბურთში. რა თქმა უნდა, როგორც პსჟ-ს „იუვენტუსსაც“ უნდა ჩემპიონთა ლიგის მოგება, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვების ჩვევის გათვალისწინებით, სკუდეტოს წელსაც მოიგებს.
ჩვენი მეკარე ლოპეში რონალდუსთან ერთად პორტუგალიის ნაკრებში თამაშობს და ყველაზე უკეთ იცნობს. კრიშტიანუ დიდი პროფესიონალია, პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია. მის წინააღმდეგ თამაში ძნელია, მაგრამ ვეცდებით რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა შეგვიქმნას. ჩვენ პრობლემები კოლექტიურად უნდა გადავჭრათ და არა ინდივიდუალურად. პიანიჩი? მან აქ, ლიონში კარგი მოგონებები დატოვა, მას „რომადან“ ძალიან კარგად ვიცნობ, ისევე როგორც შჩესნის. გარდა ამისა, „იუვეს“ კიდევ ორი ფრანგი, მატუიდი და რაბიო ჰყავს.
ოუარი? ვიცი, რომ „იუვე“ ჩვენი ფეხბურთელებით დაინტერესებულია. თუმცა, ახლა ის ჩვენთანაა და ჩვენთვის ითამაშებს. ასეთ თამაშებში მისნაირ შესანიშნავ ფეხბურთელებს გამარჯვება შეუძლიათ“, -თქვა გარსიამ.
ფრანგ სპეციალისტს პრესკონფერენციაზე თავდამსხმელი მუსა დემბელე ახლა, რომელმაც მცირე კომენტარი გააკეთა:
„კონცენტრირებული, მოტივირებული და თავდაჯერებულები ვართ. ჩემი მოვალეობა გოლის გატანაა და ამის გაკეთებას ვეცდები. არანაირი ზეწოლა არ არსებობს, ორიენტირებული ვარ ჩემს ფეხბურთს, მიზნებზე, გუნდზე. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ და მინდა ჩემპიონთა ლიგაზეც შესანიშნავად ვითამაშო“, – აღნიშნა დემბელემ.
შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ – „იუვენტუსის“ მატჩი 26 თებერვალს, 00:00 საათზე დაიწყება.