ტურინის „იუვენტუსმა“ დანიელი რუგანის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ამის შესახებ „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. რუგანი „იუვენტუსში“ განახლებული ხელშეკრულების თანახმად 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ძველი კონტრაქტი კი 2021 წლის ზაფხულში იწურებოდა.
რუგანი „იუვენტუსში“ 2015 წლის ზაფხულში „ემპოლიდან“ დაბრუნდა, თუმცა, იქამდე 2012-2013 წლების სეზონში ახალგაზრდულ გუნდშიც თამაშობდა.
დანიელე „იუვეს“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც შავ-თეთრი მაისურით მინიმუმ 60 თამაშის ჩატარება მოახერხა. ამჟამად კი, მის ანგარიშზე 81 თამაში და 7 გოლია.
24 წლის მცველმა „იუვეში“ სამჯერ მოიგო სკუდეტო და იტალიის თასი, ხოლო ორჯერ იტალიის სუპერთასი.