ამსტერდამის „აიაქსისა“ და „იუვენტუსის“ მატჩზე დასასწრები ბილეთები 40 წუთში გაიყიდა. როგორც Tuttosport-ი იტყობინება, „იოჰან კრუიფის“ არენაზე გასამართი მეოთხედფინალური პირველი მატჩისთვის ბილეთების გაყიდვა ადგილობრივი დროით 10 საათზე დაიწყო და 10:40 საათზე უკვე ყველა ბილეთი რეალიზებული იყო.
„აიაქსის“ საშინაო სტადიონი 54 ათას მაყურებელ იტევს და რა თქმა უნდა, „იუვენტუსთან“ შეხვედრაში სტადიონზე სრული ანშლაგი იქნება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი 10 აპრილს გაიმართება.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი