მთავარი / სიახლეები / ოფიციალურად: კულუსევსკი “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ოფიციალურად: კულუსევსკი “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ტურინის „იუვენტუსმა“ დეიან კულუსევსკის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. შვედმა ფებურთელმა J Medical-ში სამედიცინო შემოწმება დილით გაიარა, ხოლო ტრანსფერი ოფიციალურად ცოტა ხნის წინ დადასტურდა.

კულუსევსკი „პარმაში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება, ხოლო „იუვეს“ ივნისში შეუერთდება.  19 წლის სკანდინავიელის სანაცვლოდ „ბებერმა სინიორამ“ ბერგამოს „ატალანტას“, რომელსაც ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები ეკუთვნის, 35 მილიონი ევრო გადაუხადა, რასაც 9 მილიონი ევროს სახით დაემატება.

კულუსევსკის მიმდინარე სეზონში 16 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი და 7 საგოლე პასი შეასრულა.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …