დანიელე რუგანი „ემპოლიში“ მაურიციო სარის საყვარელი ფეხბურთელი იყო. შემდეგ მის წაყვანას ჯერ „ნაპოლიში“ და მერე „ჩელსიში“ ცდილობდა, თუმცა ვერ შეძლო.
სამაგიეროდ, დანიელეს „იუვეში“ შეხვდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა, იტალიელი მცველი მიმდინარე თვეში გუნდის დატოვების კანდიდატია.
ტურინში რუგანი 2015 წლიდან თამაშობს, მაგრამ ჯერ ბარძალი, ბონუჩი, კიელინისა და ბენატიას, ახლა კი დე ლიხტისა და დემირალის უკან მოექცა. ამიტომ, დიდი შანსია, რომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დარჩეს, რადგან ჯორჯო კიელინი თებერვალში დაბრუნდება და ის აუცილებლად მოხვდება ლიგის განაცხადში.
რუგანის მომავალს კი ყველაზე აქტიურად ინგლისის პრემიერლიგას, კერძოდ, „ლესტერ სიტის“ უკავშირებენ.