ტურინის იუვენტუსის მეკარე მატია პერინი ამიერიდან“ჯენოაში“ ითამაშებს. იტალიელი ფეხბურთელი გენუურ კლუბში იჯარის წესით გადავიდა და აღნიშნული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ პერინი „ბებერი ქალბატონების“ რიგებში სწორედ „ჯენოადან“ გადავიდა თუმცა, იტალიის ჩემპიონი გუნდის მაისური მხოლოდ 9 მატჩში მოირგო.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონის არყოფნის პერიოდში მატია „იუვეს“ მეორე მეკარე იყო, თუმცა ჯიჯის დაბრუნების შემდგომ კვლავ მესამე მეკარე გახდა და მისი გუნდიდან წასვლის აუცილებლობაც ამიტომ დადგა.