ტურინის „იუვენტუსმა“ „ჯენოას“ ნახევარმცველი ნიკოლო როველა ოფიციალურად დაიმატა. 19 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი უკვე დარეგისტრირდა.
შეთანხმების საფუძველზე როველა მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით „ჯენოაში“ დარჩება და „იუვეს“ ზაფხულში შუეერთდება. გარიგების თანახმად, „იუვენტუსმა“ გენუურ გუნდში გაუშვა ორი ფეხბურთელი – ელია პეტრელი და მანოლო პორტანოვა, რომელიც მიმდინარე სეზონში მთავარ გუნდთან ერთად ემზადებოდა და რამდენიმე მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. პორტანოვა „ჯენოას“ უკვე შეუერთდა.
რაც შეეხება როველას, ის ცენტრალური ნახევარმცველია, რომელსაც სერია A-ში დებიუტი გასულ სეზონშ ჰქონდა, ხოლო მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა (9 სერია A-ში და 2 იტალიის თასზე).