ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს „სპალთან“ არ უთამაშია, რადგან კლუბმა დასვენების დღე მისცა.
პორტუგალიელმა ამით ისარგებლა და ჯორჯინა როდირგესთან ერთად ვალე დაოსტაში გაემგზავრა, სადაც ჯორჯინას დაბადების დღე აღნიშნა. თუმცა, მათ კოვიდრეგულაცია დაარღვიეს და ვარდისფერი ზონის რეგიონიდან (პიემონტი) სხვა რეგიონში წავიდნენ, რაც ამ კვირაში აკრძალული იყო.
შესაბამისად, რონალდუს საქციელზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო და კრიშტიანუს ფინანსური საქცია ემუქრება, თუმცა საგანგაშო არაფერია. იტალიურ მედიაში სულ რაღაც 400 ევრო დასახელდა.
აქვე გეტყვით, რომ რონალდუ დღეს გუნდს შეუერთდა და კონტინასას ბაზაზე ჩვეულ რეჟიმში ივარჯიშა.