ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის მეოთხედფინალში ალვარო მორატას, ჯანლუკა ფრაბოტას, დეიან კულუშევსკისა და ფედერიკო კიეზას გოლებით „სპალი“ 4:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო სტატისტიკასა და ფაქტებს.
8 – „იუვენტუსმა“ იტალიის თასის ბოლო 10 გათამაშებიდან 8-ჯერ ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. ბოლო ხუთ სეზონში მეოთხედ შეძლო ნახევარფინალში მინიმუმ 2 გოლის გატანა. გარდა ამისა, „ბიანკონერიმ“ ყველა ტურნირზე ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგო (1 წაგება) საშუალოდ 2.6 გოლი გაიტანა. ზედიზედ მესამედ შეძლო კარის მშრალად შენახვა და ამაზე უკეთესი სერია ამ მხრივ ბოლოს 2020 წლის ივნისში ჰქონდა.
4 – ალვარო მორატა არის სერია A-ს იმ 4 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი, რომელმაც მიმდინარე სეზონში 20 გოლში მიიღო მონაწილეობა (13 გოლი, 7 საგოლე პასი). დანარჩენი სამი არიან: კრიშტიანუ რონალდუ, რომელუ ლუკაკუ და ჩირო იმობილე. ალვარომ იტალიის თასზე ბოლო ხუთ მატჩში 5 გოლი გაიტანა, აქედან 4 საშინაო მატჩში. მან „იუვენტუსის“ მაისურით 2016 წლის თებერვლის შემდეგ („ინტერთან“) პირველი პენალტი გაიტანა.
3 – დეიან კულუშევსკი ტოპ ხუთ ჩემპიონატში 2000 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული სამი ნახევარმცველიდან ერთ-ერთია, რომელმამც გასული სეზონიდან მოყოლებული ყველა ტურნირზე მინიმუმ 15 გოლი გაიტანა. იგივე შედეგი აქვთ ჯეიდონ სანჩოსა და ფილ ფოდენს. „ალიანც სთედიუმზე“ ბოლო სამ მატჩში კულუშევსკისმ 4 გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 2 საგოლე პასი).
21 – ჯანლუკა ფრაბოტა ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელია 2019 წლის აპრილის შემდეგ, რომელმაც „იუვენტუსის“ მაისურით გოლი გაიტანა – 21 წლის და 217 დღის. მასზე უფრო ახალგაზრდა იტალიელი, რომელმაც „იუვეში“ გოლი გაიტანა, მოიზე კინი იყო.
1 – ფედერიკო კიეზამ იტალიის თასზე პირველი გოლი გაიტანა შეცვლაზე შესვლის შემდეგ. მანამდე 7 გოლი მაშინ ჰქონდა გატანილი, როცა ძირითადში იყო.