მთავარი / გალერეა / ვიდეოგალერეა / ოფიციალურად: “იუვენტუსმა” და Adidas-მა კონტრაქტი გაახანგრძლივეს

ოფიციალურად: “იუვენტუსმა” და Adidas-მა კონტრაქტი გაახანგრძლივეს

ტურინის „იუვენტუსსა“ და Adidas-ს შორის თანამშრომლობა გრძელდება.

როგორც „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, „იუვეს“ ტექნიკური სპონსორი ისევ გერმანული კომპანია იქნება. მხარეებს შორის ხელშეკრულება, რომელიც 2021 წლის ზაფხულში იწურებოდა, 6 წლის ვადით გახანგრძლივდა.

2027 წლის 30 ივნისამდე, Adidas-ი „იუვენტუსს“ მთავარი გუნდიდან დაწყებული, ასაკობრივი გუნდებით დასრულებული შემოსავს. მათ შორის, შედის ქალთა გუნდიც.

შეთანხმების თანახმად, Adidas-ი „იუვენტუსს“ რვა წლის განმავლობაში (2019-2020 წლების სეზონიდან შევა ძალაში ახალი კონტრაქტი) 408 მილიონ ევროს მიიღებს (სეზონში 51 მილიონს).

შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ ტექნიკური სპონსორი Adidas-ი 2015-2016 წლების სეზონიდანაა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …