ტურინის „იუვენტუსის“ განაცხადი „რომასთან“ მატჩისთვის ცნობილია. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში იქნება გერმანელი ნახევარმცველი სამი ხედირა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა.
ტრავმების გამო „იუვეს“ ჟოაუ კანსელუ, ხუან კუადრადო და ანდრეა ბარძალი ვერ დაეხმარებიან.
მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი
მცველები: დე შილიო, კიელინი, ბენატია, ალექს სანდრო, ბონუჩი, რუგანი, სპინაცოლა
ნახევარმცველები: პიანიჩი, ხედირა, მატუიდი, ემრე ჯანი, ბენტანკური
თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, დუგლას კოშტა, მანჯუკიჩი, კინი, ბერნარდესკი
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „რომას“ შეხვედრა 22 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.