მთავარი / სიახლეები / ბენტანკური: “იუვეს” ინტერესის შესახებ რომ გავიგე, პანიკაში ვიყავი”

ბენტანკური: “იუვეს” ინტერესის შესახებ რომ გავიგე, პანიკაში ვიყავი”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა ტელეკომპანია DAZN-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ურუგვაელმაფეხბურთელმა რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

21 წლის ფეხბურთელის განცხადებით, როდესაც „იუვეს“ ინტერესის შესახებ გაიგო, შეეშინდა, თუმცა, შემდეგ ყველაფერი დალაგდა.

„როდესაც გავიგე, რომ „იუვენტუსი“ იყო დაინტერესებული, პანიკაში ჩავვარდი. ვფიქრობდი: ახლა იტალიაში უნდა წავიდე, მხოლოდ მამაჩემთან ერთად, ოჯახი უნდა დავტოვო, იტალიური უნდა ვისწავლო. როგორ გავაკეთო ეს? საბოლოოდ კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ შეშინებულიც.

როდესაც „იუვენტუსის“ გასახდელში პირველად მოვხვდი, დავინახე ჩემი თანაგუნდელები, ერთ რამეს მაშინვე მივხვდი: აქ მხოლოდ გამარჯვებაა მიზანი და მორჩა.

წელიწადნახევრის განმავლობაში გავიზარდე. აქ როცა გადმოვედი ძალიან გამხდარი ვიყავი. ახლა 6 კგ-ით მოვიმატე კუნთების მასა და ძალიან მოვუმატე. ალეგრი? მისი ნდობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის მამშვიდებდა და მეუბნებოდა: დამშვიდდი როდრიგო, ნახავ შენც მიიღებს შანსს.

რონალდუ? – მას რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის დროს შევხვდი, როდესაც დოპინგ კონტროლს ვაბარებდით ურუგვაი – პორტუგალიის მატჩის შემდეგ. მე ის და ლუის სუარესი ვიყავით. მან სახელით მომმართა და არ მჯეროდა. როდესაც ტურინში ვნახე პირველი ვარჯიშის დროს, ვფიქრობდი: ის ცხოველია, ყოველთვის 100%-ით იხარჯება, განსაკუთრებულად ვარჯიშობს. შემდეგ კი, დავინახეთ, როგორც პატარა ბიჭი, რომელიც ყოველთვის ხუმრობს“, – განაცხადა ბენტანკურმა.

შეგახსენებთ, რომ ბენტანკური „იუვენტუსმა“ 2017 წლის ზაფხულში „ბოკა ხუნიორსიდან“ დაიმატა. ურუგვაელი ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონი წარმატებულად მიმდინარეობს და 17 შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …