იტალიური „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, „იუვენტუსის“ რიგებში ყველაზე სახიფათო კრიშტიანუ რონალდუა და კარგი იქნებოდა, პორტუგალიელი თუ ვერ ითამაშებდა.
„იუვენტუსი“ არამხოლოდ წელს, არამედ წლებია ამტკიცებს, რომ ყველაზე ძლიერია. გვინდა, რომ შესანიშნავი მატჩი ჩავატაროთ და მენტალურად მზად უნდა ვიყოთ. ჩვენს შორის უფსკურლია? – „იუვე“ არ მაოცებს, მაგრამ ჩვენ ცუდი პერიოდი გვაქვს და იმას ვერ ვაჩვენებთ, რაც შეგვიძლია. თავი უკეთესად უნდა დავიცვათ, რადგან ამ ფაზაში პრობლემები გვაქვს, გოლების გატანა ჩვენი პრობლემა არაა.
იმედია, „რომასთვის“ ეს ისტორიული თამაში იქნება და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
ეჭვგარეშეა, რომ რონალდუ მეტოქის რიგებში ყველაზე სახიფათოა, ის ნამდვილი ჩემპიონია. კარგი იქნებოდა, რომ ჩვენს წინააღმდეგ არ თამაშობდეს, რა თქმა უნდა ამას ვამჯობინებდი“, – განაცხადა დი ფრანჩესკომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „რომას“ შეხვედრა 22 დეკემბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.