ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მატია დე შილიო ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს გუნდის დასახმარებლად. მატიას განცხადებით, „იუვენტუსის“ დარ დიდ გუნდში თამაში მისთვის საამაყოა.
„ყოველჯერზე ასეთ თანაგუნდელებთან ერთად თამაში სასიამოვნოა. მე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ მოედანზე და გამარჯვებისთვის ვთამაშობთ. ჩემთვის დიდი პატივი და საამაყოა ასეთ დიდ გუნდში თამაში. „იუვენტუსის“ სტადიონი ჯადოსნური ადგილია, სადაც ფანები უნიკალურ ატმოსფეროს ქმნიან. აქ გავიტანე ჩემი პირველი გოლი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდმა უმაღლეს მიზნებს მიაღწიოს და მუზეუმი ტიტულებით შეავსოს“, – განაცხადა დე შილიომ.
შეგახსენებთ, რომ დე შილიო „იუვენტუსს“ 2017 წელს „მილანიდან“ შეუერთდა. მიმდინარე სეზონში იტალიელმა მცველმა ყველა ტურნირის ჩათვლით 8 თამაში ჩაატარა.