ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „რომასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ხაზი გაუსვა 2018 წელს დარჩენილი 3 მატჩის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ეს კვირა ბევრ რამეს გადაწყვეტს სკუდეტოსთვის ბრძოლაში.
ალეგრი „რომასთან“ ურთულეს შეხვედრას ელოდება და სატურნირო ცხრილს არ უყურებს.
„რომა“
„რომა“ ტექნიკურად ძლიან კარგი გუნდია, „იუვენტუსთან“ ერთად ერთადერთი იტალიური გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას აგრძელებს. სატურნირო ცხრილში ყველა სხვაგან ელოდება ამ გუნდს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს თამაში სხვაგვარად შევაფასოთ. დღევანდელი სატურნირო მდგომარეობა მატყუარაა. 29 დეკემბერს, როდესაც პირველი წრე დასრულდება, უფრო რეალური სურათი იქნება. ბიჭებმა შესანიშნავი კვირა უნდა ჩაატარონ, რადგან ეს 1 კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ხვალ მკაცრი თამაში გველოდება, როგორც ფიზიკურად, ისე ტექნიკურად და მოედნიდან სამი ქულით უნდა გამოვიდეთ. რთული იქნება, რადგან მეტოქეს ჰყავს ინდივიდუალურად ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ.
შემადგენლობა
კიელინი, დე შილიო, ალექს სანდრო, პიანიჩი და რონალდუ ითამაშებენ. მეორე ცენტრალური მცველი ვინ იქნება, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი. ხედირა დაბრუნდა ტრავმის, ხოლო ბენტანკური დისკვალიფიკაციის შემდეგ. კანსელუ რეაბილიტაციას გადის, ხოლო კუადრადო გერმანიაში გამოკვლევებს ჩაიტარებს და შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს.
დაპირისპირება დი ფრანჩესკოთან
დი ფრანჩესკო ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა სპეციალისტია და „რომა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევაფინალში გაიყვანა. მას ყველა თვისება აქვს, რომ გუნდი კრიზისიდან გამოიყვანოს და კიდევ ერთი შესანიშნავი სეზონი ჩაატაროს. სკუდეტო> ვფიქრობ, 87-88 ქულა საკმარისი იქნება, მაქსიმუმ კი, 90 ქულა.
კიელინის პროგრესი
ჯორჯო ძალიან გაიზარდა. როგორც მცველი და როგორც პიროვნება. კაპიტნის სამკლავურმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა და თვითრწმენა შემატა. კიელინის სხვებისგან განსხვავებული მახასიათებლები და უფრო მეტი გამოცდილება აქვს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „რომას“ შეხვედრა 22 დეკემბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.