ტურინის „იუვენტუსი“ ალექს სანდროს შემდეგ კიდევ ერთ ფეხბურთელთან აპირებს კონტრაქტის გახანგრძლივებას. Tuttosport-ის ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ მარიო მანჯუკიჩი „იუვესთან“ კონტრაქტს 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს.
ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებას იანვარ-თებერვალში ელოდებიან. განახლებული პირობებით 32 წლის ხორვატი წელიწადში 7.5 მილიონ ევროს მიიღებს. საინტერესოა, რომ მოქმედი ხელშეკრულება მარიოს 2020 წლამდე აკავშირებს და ხელფასის სახით 4.5 მილიონ ევროს იღებს. ასე რომ, განახლებული პირობებით მისი ანაზღაურება პრაქტიკულად ორმაგდება.
შეგახსენებთ, რომ მარიო მანჯუკიჩი „იუვენტუსმა“ 2015 წლის ზაფხულში „ატლეტიკოდან“ შეიძინა. მიმდინარე სეზონში ხორვატი კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ გუნდის საუკეთესო ბომბარდირია ყველა ტურნირში გატანილი 8 გოლით.
მანჯუკიჩამდე გავრცელდა ცნობა, რომ „იუვე“ ახალ კონტრაქტზე დანიელე რუგანის შეუთანხმდა, ხოლო ალექს სანდრომ უკვე ოფიციალურად განაახლა ხელშეკრულება 2023 წლამდე.