ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი დუგლას კოშტა კარიერას „ბაიერნში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
30 წლის ბრაზილიელი მიუნხენშია და კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. კოშტა გერმანულ გიგანტს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, გამოსყიდვის უფლება „ბაიერნს“ არ ექნება.
დუგლას კოშტა „იუვემ“ 2017 წელს იჯარით სწორედ „ბაიერნიდან“ დაიმატა და ერთ წელიწადში გამოისყიდა. ტურინში მან 103 თამაში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.
Obrigado, @douglascosta! ⚡
— JuventusFC (@juventusfc) October 5, 2020