ტურინის „იუვენტუსმა“ ბრაზილიელი მცველის, დანილოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება, სამხრეთ ამერიკელთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
„იუვემ“ დანილოს სანაცვლოდ „მანჩესტერ სიტიში“ ჟოაუ კანსელუ გაასხვისა, თუმცა დამატებით 28.5 მილიონი ევრო მიიღო.
დანილოს აქამდე „სანტოსში“, „პორტუში“, „რეალსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ უთამაშია. აღსანიშნავია, რომ „სანტოსსა“ და „პორტუში“ მისი თანაგუნდელი ალექს სანდრო იყო. ბრაზილიელმა „სიტის“ რიგებში 78 თამაში ჩაატარა.