დანიელე რუგანიმ „იუვენტუსი“ დატოვა და „რენში“ გადავიდა. ორივე გუნდის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
რუგანი ფრანგულ გუნდში 2021 წლის ზაფხულამდე იჯარით ითამაშებს, რომლის ღირებულებამ 1.5 მილიონი ევროა.
„აქ ჩამოვედი პატარა ბიჭი, რომელსაც ოცნებებით სავსე იმაზე მძიმე ჩანთა ჰქონდა, ვიდრე თავად ვიწონიდი. დღეს ათასი ემოციით ვტოვებ ტურინს, მაგრამ ყოველგვარი სინანულის გარეშე. თუ რამეს ვგრძნობ, ეს მადლიერებაა, რომ მივაღწიე იმ ოცნებას, რაც მქონდა. ხვალიდან ვაგრძელებ ცხოვრებას, თუნდაც აქედა შორს“, -დაწერა რუგანიმ ტვიტერში.
რუგანი „იუვენტუსის“ ახალგაზრდულ გუნდში 2012-2013 წლების სეზონში თამაშობდა და ტურინში 2015 წლის ზაფხულში დაბრუნდა, უკვე მთავარ გუნდში. ამ პერიოდში დანიელემ 101 მატჩში 7 გოლი გაიტანა. ხუთჯერ მოიგო სკუდეტო, სამჯერ იტალიის თასი და ორჯერ იტალიის სუპერთასი.
„რენს“ რაც შეეხება, შარშან ლიგა 1-ში მესამე ადგილზე გავიდა და ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
Grazie di tutto, @DanieleRugani! ➡️ https://t.co/17GGODJpC4
— JuventusFC (@juventusfc) October 3, 2020