„იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა დიდი ალბათობით არ გაიმართება. ნეაპოლიტანური გუნდი ტურინში უნდა წასულიყო, მაგრამ ნეაპოლის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა კლუბის ფეხბურთელებს ქალაქის დატოვება აუკრძალეს.
ფეხბურთელები სახლებში დაბრუნდნენ და თვითიზოლაციაში იქნებიან. როგორც იტალიური მედია იტყობინება, მას შემდეგ, რაც გუნდში ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსის გავრცელების რისკი ძალიან დიდია.
ჯერჯერობით მატჩი ოფიციალუად არ გადადებულა, მაგრამ ეს დროის საკითხია, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროტოკოლს ეწინააღმდეგება. პროტოკოლით მატჩის გადადება მხოლოდ მაშინაა ნებადართული, როდესაც გუნდს ჯანმრთელი 13 ფეხბურთელი არ ეყოლება.
ფაქტია, „ნაპოლი“ დღეს ტურინში არ ჩავა და ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ ხვალ ვითარება შეიცვალოს.