ტურინის „იუვენტუსის“ ვებგვერდმა გაავრცელა განცხადება, რომ მზადაა დაგეგმილი კალენდრის მიხედვით „ნაპოლისთან“ სათამაშოდ მოედანზე გავიდეს.
მოგეხსენებათ, კორონავირუსის 2 შემთხვევის გამო „ნაპოლიმ“ ტურინში გამგზავრებაზე უარი თქვა. იტალიაში არსებული დებულების თანახმად კი, ნებისმიერი გუნდი ვალდებულია გამოცხადდეს თამაშზე თუ გუნდში 13 ჯანმრთელი ფეხბურთელი ჰყავს (1 მეკარე).
ამასთან, დებულება ითვალისწინებს, რომ სხვა შემთხვევაში თამაშზე გამოუცხადებლობის გამო გუნდს ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვლება.
ჯერჯერობით ოფიციალური გადაწყვეტილება ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით მიღებული არაა.
Juventus Football Club comunica che la Prima Squadra scenderà in campo per la gara Juventus – Napoli domani alle 20.45, come previsto dal calendario della Lega di Serie A.
— JuventusFC (@juventusfc) October 3, 2020