Lega Serie A-მ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ თამაში 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
„ლეგა სერია A ადასტურებს, რომ „იუვენტუსი“ – „ნაპოლის“ მატჩი დაგეგმილია ისევ 4 ოქტომბერს, 20:45 საათზე (იტალიის დროით)“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ტურინში გამგზავრებაზე უარი მასშემდეგ თქვა, რაც გუნდში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა. სერია A-ს პროტოკოლის თანახმად, გუნდში თუ 13 ფეხბურთელი ჯანმრთელია დაარც 10+ დადებითი ტესტის პასუხი არ აქვს, ვალდებულია ითამაშოს.
შედარებისთვის, „მილანმა“ საწყის ორ ტურში ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულები 2 ფეხბურთელი ჰყავდა. კორონავირუსის გამო იტალიაში მხოლოდ „ჯენოა“ – „ტორინო“ გადაიდო, მაგრამ რადიკალურდ განსხვავებული შედეგის გამო – „ჯენოაში“ 19 ფეხბურთელია დაინფიცირებული…
„იუვენტუსმა“ უკვე დაადასტურა, რომ მზადაა მოედანზე გავიდეს იმის მიუხედავად გამოცხადდება თუ არა მეტოქე. მოსალოდნელია, რომ „ნაპოლის“ ტექნიკური წაგება ჩაეთვლება.