გონსალო იგუაინი „იუვენტუსში“ ბრუნდება. როგორც „ჩელსის“ ვებგვერდი იტყობინება, ლონდური გუნდი არგენტინელ ფეხბურთელს არ გამოისყიდის.
რაც იმას ნიშნავს, რომ „პიპიტა“ ტურინში დაბრუნება, რადგან კონტრაქტი „იუვესთან“ კიდევ 2 წელი აკავშირებს.
თუმცა, დაბრუნება დიდი ალბათობით დროებითი გამოდგება, რადგან „ბებერი ქალბატონის“ გეგმებში არგენტინელი არ შედის. ბოლო ინფორმაციით, იგუაინს თანამემამულე დიეგო სიმეონე მადრიდის „ატლეტიკოში“ ეპატიჟება.
შეგახსენებთ, რომ იგუაინი „იუვენტუსში“ 2016 წლიდან თამაშობს. გასული სეზონი კი იჯარით „მილანსა“ და „ჩელსიში“ გაატარა.