მთავარი / სიახლეები / პოგბა სულშერს შეხვდება და გუნდიდან გაშვებას მოითხოვს

პოგბა სულშერს შეხვდება და გუნდიდან გაშვებას მოითხოვს

პოლ პოგბამ „მანჩესტერიდან“ წასვლა დიდი ხანია გადაწყვიტა და გუნდის ხელმძღვანელობასაც აცნობა. Tuttosport-ის ინფორმაციით, ფრანგი ამჯერად მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს შეხვდება.

პოლი ნორვეგიელს გაუმხელს, რომ „მანჩესტერში“ დარჩენა აღარ სურს და მისი გუნდიდან წასვლა ყველა მხარისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება.

როგორც იტალიური და ესპანური მედია წერს, პოგბას „იუვეში“ დაბრუნება უნდა, თუმცა „მანჩესტერი“ საკმაოდ დიდ თანხას, 150 მილიონ ევროს ითხოვს. ფრანგით მადრიდის „რეალიცაა“ დაინტერესებული.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …