მთავარი / სიახლეები / ოცნებიდან რეალობამდე
ოცნებიდან რეალობამდე

ოცნებიდან რეალობამდე

16 აგვისტო, 2014 წელი. ვარშავაში „ფიორენტინა“ მადრიდის „რეალს“ ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა, მარიო გომესისა და მარკოს ალონსოს გოლებით 2:1 იმარჯვა.

თამაშის 77-ე წუთზე მოედანზე გამოჩნდა იმხანად 20 წლის ფედერიკო ბერნარდესკი, რომელიც „იებში“ „კროტონედან“ ახალი დაბრუნებული გახლდათ. ეს დიდი გამოწვევა იყო პერსპექტიული ბიჭისთვის, მაგრამ მთავარი სიხარული ნამატჩევს, გასახდელში განიცადა – თავის კუმირთან, კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად გადაიღო ფოტო. ფედერიკომ შანსი ხელიდან არ გაუშვა და ლეგენდასთან გადაღებული ფოტო ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა.

გავიდა 4 წელი და… და, ბერნარდესკი და რონალდუ უკვე თანაგუნდელები არიან. ფედერიკო ახლა აღარ არის პერსპექტიული ბიჭი, რომელიც რონალდუსთან ფოტოს გადაღებაზე ოცნებობს. უბრალოდ მისი თანაგუნდელია. თანაგუნდელი, რომელიც, როგორც განვლილმა თამაშებმა გვაჩვენა, ყველაზე კარგად უგებს. ასე გამოჩნდა, კრიშტიანუსა და ბერნარდესკის დუეტი ჯერჯერობით გაცილებით ეფექტურია, ვიდრე სხვა ფეხბურთელთა კომბინაცია.

ვალენსიაში, როდესაც რონალდუ უსამართლოდ გააძევეს და თვალები ცრემლებით აევსო, პირველი სწორედ ბერნარდესკიმ გაამხნევა და უთხრა:

„პირველი ნომერი ხარ, შენ პირველი ნომერი ხარ!“.

საერთოდ კი, იტალიური მედიის აბსოლუტური უმრავლესობა და სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სეზონის განვლილ ნაწილში „იუვეს“ საუკეთესო ფეხბურთელი ფედერიკო ბერნარდესკია, რომელიც ძალიან დიდ პროგრესს განიცდის…

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …