ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეექვსე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც საკუთარ მოედანზე „ბოლონიასთან“ ჩაატარებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა.
ხვალ, ჩვენი დროით 15:00 საათზე კი ალეგრი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.
ტურინელთა სავარაუდო შემადგენლობა ფილიპო ინძაგის გუნდის წინააღმდეგ ასეთია:
პერინი; კუადრადო, ბონუჩი, კიელინი, კანსელუ; ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი, დიბალა; რონალდუ
აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსისა“ და „ბოლონიას“ შეხვედრა 26 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.