ცნობილი იტალიელი სპეციალისტი კლაუდიო რანიერი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსი“ ყველაფერს აკეთებს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად.
რანიერის განცხადებით, „ბებერი სინიორა“ სხვა იტალიური გუნდებისთვის სამაგალითოა.
„ჩემპიონატის დონე კარგია, ხოლო „იუვენტუსი“ ყველაფერს აკეთებს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. ის არის ჩვენი ფლაგმანია ევროპაში და ეს სტადიონის დამსახურებაცაა, რომელიც დანარჩენებისთვის მაგალითი უნდა იყოს. აუცილებელია ევროსარბიელზე წარმატებული თამაში, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება შევაფასოთ სერია A-ს დონე“, – განაცხადა რანიერიმ.
შეგახსენებთ, რომ კლაუდიო რანიერი 2007-2009 წლებში „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელიც იყო.