მთავარი / სიახლეები / “ფროზინონე” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები
"ფროზინონე" - "იუვე": ფეხბურთელთა შეფასებები

“ფროზინონე” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ფროზინონესთან” გამარჯვების (2:0) შემდეგ ტრადიცულად გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს.

ამჯერად, Tuttosport-ის ვერსიით:

ვოიცეხ შჩესნი 6 – მხოლოდ გამოსვლებზე უწევდა თამაშში ჩართვა. მეტი საქმე არ ჰქონია, რადგან „ფროზინონეს“ კარში არ დაურტყამს.

ხუან კუადრადო 6.5 – დაცვაში ყურადღებით იყო, თუმცა შეტევაში მის გადაცემებს ხიფათი არ მოჰქონდა.

ჟოაუ კანსელუ 6.5 – როგორც კი თამაშში ჩაერთო, მანჯუკიჩის მისამართით ლამის საგოლე პასი გააკეთა, რომელმაც ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

დანიელე რუგანი 6.5 – ძირითადში პირველად ითამაშა. დაცვა ავტოპილოტით მოქმედებდა, შეტევაში კი, გატანაც შეეძლო, თუმცა „მაკრატელა“ კარს ზემოდან გადააცილა.

ჯორჯოკიელინი 6.5 – მოედნიდან ფაქტობრივად გააქრო პერიცა და ჟოელ კემპბელი.

ალექს სანდრო 6.5 – არ უთამაშია საუკეთესოდ, მაგრამ ყოველთვის თამაშში რჩებოდა და პირველ საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა.

როდრიგო ბენტანკური 5.5 – პირველად იყო სასტარტოში. თუმცა, ბევრი ხარვეზი ჰქონდა.

ფედერიკო ბერნარდესკი 7 – ცვლილებზე შევიდა და დაუყოვნებლივ შეიცვალა თამაშის სურათი. კონტრშეტევა დააგვირგვინა და სეზონში მეორე გოლი გაიტანა.

ემრე ჯანი 6.5 – დინამიურად მოქმედებდა ყველა სიტუაციაში. ყურადღებით იყო მაშინაც, როცა „ფროზინონე“ შეტევის დაწყებას სცდილობდა.

მირალემ პიანიჩი 7.5 – საწყისი 15 წუთი „მეძალას“ პოზიციაზე ითამაშა, შემდეგ კი ცენტრში გადაინაცვლა. ადვილი არ ყოფილა ორ პოზიციასთან შეგუება, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ ორივე გოლში მიეღო მონაწილეობა.

პაულო დიბალა 5.5 – დაიწყო, როგორც „ტრეკვარტისტამ“ და პირველი მცდლეობა 21-ე წუთზე რონალდუსთან გათამაშებული კომბინაცია იყო.

მარიო მანჯუკიჩი 6 – თავიდან ცუდად დაიწყო და რამდენიმე წუთი რიტმი ვერ იპოვა. 25-ე წუთზე თავით შეეძლო გატანა, მაგრამ ვერ მოახერხა.

ბლეზ მატუიდი შ.გ – თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო.

კრიშტიანუ რონალდუ 7.5 – „ფროზინონეს“ დაცვასთან ბრძოლებში დაუყოვნებლივ მოუწია შესვლა. კაპუანომ მე-7 წუთზე კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, ხოლო შემდეგ სპორტიელომ ორჯერ აჯობა. ყველანაირად სცდილობდა გოლის გატანას, სანამ არ იყო იმ ადგილზე, სადაც უნდა ყოფილიყო. პიანიჩის მცდელობის მერე ერთი შეხებით გაიტანა სეზონში მესამე გოლი (პირველი სტუმრად). ამასთან, მეორე გოლის დროს, კონტრშეტევა დაიწყო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …