ტურინის „იუვენტუსმა“ „ჯენოას“ ფეხბურთელის, ნიკოლო როველას ტრანსფერი შეთანახმა. უფრო მეტიც, იტალიური მედიის ცნობით, მან სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
19 წლის ნახევარმცველი სეზონის ბოლომდე „ჯენოაში“ იჯარით დარჩება და ტურინში ზაფხულში გადაბარგდება. ტრანსფერის ღირებულებამ 10 მილიონი ევრო შეადგინა.
ნიკოლო როველას სერია A-ში დებიუტი გასულ სეზონში ჰქონდა. მას იტალიის ჩემპიონატში დღემდე 11 მატჩი აქვს ჩატარებული.