„ნაპოლის“ პრეზიდენტიმა აურელიო დე ლაურენტისმა „იუვენტუსთან“ იტალიის სუპერთასის მატჩის გადადება 10 დღის წინ ითხოვა, მაგრამ მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა და შეხვედრა 20 იანვარს გეგმისამებრ გაიმართება.
როგორც Punto Radio იტყობინება, დე ლაურენტისმა თამაშის გადადების მოტივად გადატვირთული კალენდარი და ცარიელი სტადიონები დაასახელა. ის იმედოვნებდა, რომ სუპერთასის თამაშს სეზონის ბოლოსკენ გადადებდნენ და იმ დროისთვის ტიფოზები მატჩზე დასწრებასაც მოახერხებდნენ.
თუმცა, როგორც გითხარით, დე ლაურენტისის თხოვნა არ იქნება მიღებული და „იუვე“ – „ნაპოლის“ სატიტულე დაპირისპირება 20 იანვარს, რეჯიო ემილიაში, „მაპეი სთედიუმზე“ გაიმართება.
აქვე შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „იუვენტუსთან“ სერია A-ს მატჩზე არ ჩავიდა, რადგან გუნდში ორი კოვიდინფიცირებული ჰყავდა. ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ეს ერთადერთი პრეცედენტია, როდესაც მხოლოდ ორი ინფიცირებულის გამო გუნდი სათამაშოდ არ გამოცხადდა.