„ბარსელონას“ ფეხბურთელი მირალემ პიანიჩი ყოფილი გუნდის, „იუვენტუსის“ ქომაგობას აგრძელებს.
ბოსნიელმა ინსტაგრამში პოსტი გამოაქვეყნა, „იუვე“ – „სასუოლოს“ მატჩს უყურებდა და მას შავ-თეთრი ფერის ემოჯები დაურთო.
შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016-2020 წლებში თამაშობდა და გასულ ზაფხულს „ბარსელონას“ არტურის სანაცვლოდ დაუთმეს.