მთავარი / სიახლეები / ნიკოლინი: “დემირალის მსგავსი მონაცემები ევროპაში ძალიან ცოტას აქვს”
ნიკოლინი: “დემირალის მსგავსი მონაცემები ევროპაში ძალიან ცოტას აქვს”

ნიკოლინი: “დემირალის მსგავსი მონაცემები ევროპაში ძალიან ცოტას აქვს”

ტურინის „იუვენტუსმა“ გუშინ მერიჰ დემირალის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 21 წლის თურქი მცველი, რომელსაც ბევრი კარგად არ იცნობს.

ცნობილი რუმინელი სპეციალისტის მირჩა ლუჩესკუს ასისტენტი კარლო ნიკოლინი კი დემირალის შესახებ საუბრობს და „იუვენტუსს“ გადაწყვეტილება მოუწონა.

„სერიოზული ბიჭია, პროფესიონალი, რომელმაც თურქეთის ჩემპიონატიდან იტალიის ჩემპიონატში ადაპტირება დაუყოვნებლივ მოახერხა. „სასუოლოში“ უკვე აჩვენა რა შეუძლია. „იუვენტუსმა“ შესანიშნავი შენაძენი გააკეთა, რადგან მიუხედავად მისი ასაკისა განსაკუთრებული ტექნიკური და ფიზიკური თვისებები გააჩნია, მსგავსი ევროპაში ძალიან ცოტას აქვს. ძალიან საინტერესო იქნება სარისთან მისი თამაში“, – განაცხადა ნიკოლინიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ დემირალის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გაიღო, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივად დაიფარება.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *