ტურინის „იუვენტუსი“ და „ნაპოლი“ რაფაელ ლეაოსთვის იბრძვიან. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, „ლილის“ შემტევი, რომელმაც ლიგა 1-ში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, ტურინელთა თვალთახედვის არეშია.
20 წლის პორტუგალიელი „სპორტინგის“ აკადემიის აღზრდილია და გასული სეზონი „ლილში“ გაატარა. საფრანგეთის ჩემპიონატში 24 მატჩში 8 გოლის ავტორიც გახდა. აღსანიშნავია, რომ ნიჭიერ ფეხბურთელს ახალ მბაპესაც უწოდებენ.
„ლილი“ ლეაოს 45 მილიონ ევროდ აფასებს და „იუვეს“ დაახლოებით ამ თანხის გაღება მოუწევს თუ ფეხბურთელის ხელში ჩაგდება ნამდვილად უნდა.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი