მთავარი / სიახლეები / ნეტო: “ბედნიერი ვარ აქ ყოფნით”

ნეტო: “ბედნიერი ვარ აქ ყოფნით”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მეკარე ნეტო, რომელიც ამჟამად „ვალენსიას“ კარს იცავს, მთავარ მწვრთნელთან ერთად წარსდგა პრესკონფერენციაზე და ხვალინდელი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

ბრაზილიელი კიპერის განცხადებით, რომელიც „იუვეში“ 2015-2017 წლებში ირიცხებოდა, ბედნიერია, რომ ტურინში დაბრუნდა.

„უკეთეს მომენტში აქ ვერ დავბრუნდებოდი, ფანტასტიკური თამაში იქნება და ბედნიერი ვარ, რომ ისევ აქ ვარ. ჩვენ რთულ გარემოში მოგვიწევს თამაში, „იუვე“ დიდი მოწინააღმდეგეა, მაგრამ გვაქვს საკმარისი ხარისხი, რომ ჩვენი თამაში ვაჩვენოთ და დადებითი შედეგის ჩვენება.

ახლა პოზიტიური მომენტი გვაქვს, მაგრამ აქამდეც კარგად ვთამაშობდით. ახლა გარემო უფრო ბედნიერია.

„იუვე“? – არ ვიცი, რა მოხდებოდა თუ აქ დავრჩებოდი. ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე და კარგი თამაშის ჩატარებაზე. შჩესნი? – დიდი ხარისხის მეკარეა“, – განაცხადა ნეტომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვალენსიას“ შეხვედრა სამშაბათს გაიმართება. ტურინელებს მერვედფინალის საგზურისთვის ერთი ქულაც ეყოფათ, თუმცა პირველი ადგილის დასაკავებლად გამარჯვებაა საჭირო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …