მთავარი / სიახლეები / მარსელინო: “ტურინში მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩამოვედით”

მარსელინო: “ტურინში მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩამოვედით”

„იუვენტუსისა“ და „ვალენსიას“ მატჩის წინ ესპანელთა თავკაცმა მარსელინო ტორალმა პრესკონფერენცია გამართა და იტალიელი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მარსელინოს განცხადებით, მის გუნდს რთული თამაში ელოდება, მაგრამ ტურინში არა ქულისთვის, არამედ გამარჯვებისთვის ჩავიდნენ:

„ჩვენ მოგვიწევს ბევრი მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირში იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ფინალში გასვლისა და გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. თუმცა, სწორედ ამ თამაშზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი ამ გათამაშებაში. კარგად ვართ და ვიმედოვნებთ, რომ „იუვეს“ თავს ჩვენს თამაშს მოვახვევთ. დარწმუნებული ვარ ჩემს გუნდში, „ვალენსია“ მაღალი დონის გუნდია და ამ მომენტში დიდი თვითწრმენაც აქვს. დავამტკიცებთ, რომ კონკურენტუნარიანები ვართ.

მთელი თამაშის განმავლობაში მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ, გრძელი და რთული თამაში იქნება, რაც ნორმალურია, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგაა. პირველ შეხვედრაში მახსოვს, რომ დიბალა არ თამაშობდა, მაგრამ მოედანზე იყო ბერნარდესკი, რომელმაც დიდებული შეხვედრა ჩაატარა. ორივე დიდი ფეხბურთელია, ისევე როგორ ორგანულად მთელი „იუვე“.

ფრე? – ჩვენ აქ გამარჯვებისთვის ვართ, სხვა შედეგზე და მადრიდის „რეალზე“, რომელსაც რამდენიმე დღეში დავუპირისპირდებით, არ ვფიქრობთ.

კრიშტიანუ? – საოცარი ფეხბურთელია, ყოველთვის მაქსიმუმისთვის თამაშობს, გამარჯვება უნდა, გოლის გატანა. ნიჭის გარდა, მისი მთავარი დამახასიათებელია გამარჯვების ამბიცია. ჩვენ შევხდებით კრიშტიანუს, რომელსაც ესპანეთიდან ვიცნობთ“, – განაცხადა მარსელინომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვალენსიას“ შეხვედრა სამშაბათს გაიმართება. ტურინელებს მერვედფინალის საგზურისთვის ერთი ქულაც ეყოფათ, თუმცა პირველი ადგილის დასაკავებლად გამარჯვებაა საჭირო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …