მთავარი / სიახლეები / “იუვეს” განაცხადი “ვალენსიასთან”

“იუვეს” განაცხადი “ვალენსიასთან”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „ვალენსიასთან“ შეხვედრისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

ტურინელებს ისევ ვერ დაეხმარება ფედერიკო ბერნანრდესკი, რომელიც ტრავმირებულია და ამ დროისთვის გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო.

განაცხადი კი ასეთია:

მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი

მცველები: დე შილიო, კიელინი, ბენატია, ალექს სანდრო, ბარძალი, ბონუჩი, კანსელუ, რუგანი

ნახევარმცველები: პიანიჩი, მატუიდი, კუადრადო, ბენტანკური

თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, დუგლას კოშტა, მანჯუკიჩი, კინი

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვალენსიას“შეხვედრა სამშაბათს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …