მთავარი / სიახლეები / კანსელუ: “ჩემთვის განსაკუთრებული თამაში იქნება”

კანსელუ: “ჩემთვის განსაკუთრებული თამაში იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჟოაუ კანსელუმ „ვალენსიასთან“ მატჩამდე ისაუბრა. როგორც პორტუგალიელმა თქვა, მისთვის განსაკუთრებით ემოციური თამაში იქნება, მაგრამ მოედანზე გასვლისთანავე ეს უნდა დაივიწყოს.

მოგეხსენებათ, კანსელუ 2014-2017 წლებში სწორედ „ვალენსიას“ ღირსებას იცავდა:

„მანჩესტერთან“ უცნაური თამაში იყო, ბევრი მომენტი გვქონდა და მათზე უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ. ზოგჯერ ფეხუბრთი ასეთია. ხვალინდელი თამაში ძალიან რთული იქნება. „ვალენსია“ დიდი გუნდია, კარგი ინდივიდუალისტები ჰყავს და ორგანიზებულია, როგორც გუნდი.

ჩემთვის განსაკუთრებული თამაშია, რადგან „ვალენსიაში“ სამი წელი ვთამაშობდი. თუმცა, ემოციები გვერდზე უნდა გადავდო, რადგან სამი ქულა გვჭირდება“, – განაცხადა კანსელუმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვალენსიას“ შეხვედრა სამშაბათს გაიმართება. ტურინელებს მერვედფინალის საგზურისთვის ერთი ქულაც ეყოფათ, თუმცა პირველი ადგილის დასაკავებლად გამარჯვებაა საჭირო.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …