ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვალენსიასთან“ მატჩისწინ პრეკოსნფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქემ ძალიან მოუმატა და მის გუნდს ადვილი თამაში არ ექნება.
„ჩვენ ვცდილობთ შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვებას, ხოლო ბოო თამაშში პირველი ადგილისთვის ვიბრძოლებთ. „ვალენსია“ ძალიან გაიზარდა პირველი თამაშის შემდეგ, განსაკუთრებით მენტალური კუთხით. ახლა საკუთარი თავის ნდობა აქვს, რადგან ბოლო ათი თამაშიდან მხოლოდ ერთი წააგო, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზებული გუნდია. მყარი გუნდია, რომელიც კონტრშეტევებზე კარგად თამაშობს. ადვილი თამაში არ იქნება, რადგან მეტოქეს ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს, შესაბამისად, ყურადღებით უნდა ვიყოთ და არ უნდა დავიძინოთ, როგორც „მანჩესტერთან“.
შემადგელობა – მატუიდი და კიელინი ბრუნდებიან, თუმცა ვინმეს სატადარიგო სკამზე დატოვება ადვილი არ იქნება, რადგან ყველა კარგ ფორმაშია. შაბათს კარგი თამაში ჩავატარეთ. კუადრადო მოედნის ცენტრში თამაშს კარგად ითვისებს. ჩვენთვის ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია, რადგან სამივე ტურნირზე ბოლომდე უნდა ვიყოთ. დე შილიოს მცირე ტრავმა აქვს და ხვალ გადაწყდება საკმზე იქნება თუ არა. დიბალასგან კარგ თამაშს ველოდები, ისევე როგორც მთელი გუნდისგან. ახლა უფრო სწრაფად ვმანევრირებთ, თუმცა, ისევ უნდა გავიზარდოთ. ამაზე ვმუშაობთ.
ჩვენ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც სხვა და სხვა პოზიციებზე შეუძლიათ თამაში და ეს ძალიან მომწონს. შაბათს, შეტევაში ცოტა მოვიკოჭლებდით, მაგრამ უკეთესი იყო, ვიდრე წინა მატჩებში.
ჯანლუკა ვიალის სიმსივნე – მინდა ჯანლუკას გამოჯანმრთელება ვუსურვო და კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ საოცარი მებრძოლია. მჯერა, რომ ის თავის „თამაშს“ მოიგებს“, – განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვალენსიას“ შეხვედრა სამშაბათს გაიმართება. ტურინელებს მერვედფინალის საგზურისთვის ერთი ქულაც ეყოფათ, თუმცა პირველი ადგილის დასაკავებლად გამარჯვებაა საჭირო.