ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველი დავიდ ნერეში „იუვენტუსთან“ თამაშის წინ იმედიანადაა განწყობილი. ბრაზილიელის განცხადებით, ჩვეული ფეხბურთი უნდა ითამაშონ და მორიგი სასწაული მოახდინონ.
„იუვენტუსისა“ და კრიშტიანუს წინააღმდეგ კიდევ ერთი სასწაულის ჩადენა დაგვჭირდება. ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს „ბაიერნთან“, „ბენფიკასთან“ და „რეალთან“ გავაკეთეთ. არ შეიძლება შიში გვქონდეს, მთავარია, რომ ის ფეხბურთი ვითამაშოთ, რომელიც გვიყვარს“, – განაცხადა ნერეშმა.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი 10 აპრილს ამსტერდამში გაიმართება, ხოლო საპასუხო 16 აპრილს ტურინში.