ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ჟოაუ კანსელუ პორტუგალიის ნაკრებშია გამოძახებული და ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება. კანსელუმ სწორედ ადგილობრივ მედიასთან გააკეთა კომენტარი.
პორტუგალიელმა რონალდუსა და „ატლეტიკოსთან“ მატჩზე ისაუბრა:
„კრიშტიანუ რონალდუს არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი. მან ისტორია დაწერა, როგორც ნაკრებში, ისე ყველა გუნდში, სადაც უთამაშია. „ატლეტიკოსთან“ გამარჯვება? მართლაც მნიშვნელოვანი იყო მომდევნო ეტაპზე გასვლა, მაგრამ მთლიანად გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. ვინც თამაში ნახა, იცის, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
ჩემი თამაში? ყოველ წელს ვსწავლობ. ახლა მსოფლიოს საუკეთესო მცველებთან, კიელინისთან და ბონუჩისთან ერთად ვვარჯიშობ. იტალიაში ძალიან მაღალი დონეა და თავს უფრო ძლიერად ვგრძნობ, ვიდრე ერთი ან ორი წლის წინ“, – განაცხადა კანსელუმ.