ამსტერდამის „აიაქსის“ ყოფილი ფეხბურთელი და შემდგომში სპორტული ჟურნალისტი დავიდ ენდტი „იუვენტუსს“ დოპინგის გამოყენებაში ადანაშაულებს. ჰოლანდიელის განცხადებით, 1996 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინელებმა დოპინგის წყალობით იმარჯვეს.
ენდტი ამბობს, რომ რევანშის სურვილითაა შეპყრობილი:
„იუვენტუსი“ რა თქმა უნდა ფავორიტია და ეს ეჭვს არ იწვევს. მაგრამ, „აიაქსმა“ დაამტიცა, რომ ყველაფერი შეუძლია. გამარჯვება გვინდა, რადგან რევანშის სურვილი გვაქვს. რომში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვენტუსმა“ დოპინგის ხარჯზე გაიმარჯვა და ეს კიდევ ერთი დამატებითი მოტივაციაა მის დასამარცხებლად, მიუხედავად იმისა, რომ „იუვეს“ დიდ პატივს ვცემ“, – განაცხადა ენდტმა.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა 10 აპრილს, ამსტერდამში, ხოლო საპასუხო 16 აპრილს, ტურინში გაიმართება.