ტურინის „იუვენტუსი“ ნიკოლო ძანიოლოსთვის ბრძოლაში დაწინაურდა. როგორც Tuttosport-ი წერს, „ბებერ სინიორას“ მეტი შანსი აქვს 19 წლის ტალანტი გადაიბიროს, ვიდრე სხვა დაინტერესებულ გუნდებს – „სიტის“, „მილანსა“ და „რეალს“.
ტურინელები „რომას“ ძანიოლოს სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს სთავაზობენ. საინტერესოა, რომ „ჯალოროსი“ ცოტა ხნის წინ ეუსებიო დი ფრანჩესკომ დატოვა, რომელიც ნიკოლოს ენდობოდა, ხოლო კლაუდიო რანიერის ხელში ახალგაზრდა ფეხბურთელი ისეთივე ნდობით ჯერჯერობით არ სარგებლობს.
თანაც, რანიერიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თუ „რომა“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, ბევრ ფეხბურთელს გუნდის დატოვება მოუწევს.
ასე, რომ ფაბიო პარატიჩიმ შესაძლოა ზაფხულში იტალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი შავ-თეთრ მაისურში შემოსოს.