მთავარი / სიახლეები / 15 იუვენტინო ეროვნულ ნაკრებებში

15 იუვენტინო ეროვნულ ნაკრებებში

მსოფლიო ფეხბურთში მომდევნო 10 დღის განმავლობაში წინა პლანზე სანაკრებო ფეხბურთი გადმოიწვეს. „იუვენტუსიდან“ თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში 15 ფეხბურთელია მიწვეული.

იტალია

რობერტო მანჩინიმ „სკუადრა აძურაში“ ლეონარდო ბონუჩის, ჯორჯო კიელინის, ლეონარდო სპინაცოლას, მოიზე კინს, ფედერიკო ბერნარდესკისა და მატია პერინს უხმო. იტალია ევრო 2020-ის საწყის ორ მატჩს უდინესა და პარმაში შესაბამისად, ფინეთისა და ლიხტანშტაინის წინააღმდეგ ჩაატარებს.

პორტუგალია

კრიშტიანუ რონალდუ პირველად იქნება პორტუგალიის ნაკრებში „იუვენტუსის“ ფეხბურთელის რანგში. მის გარდა, ლუზიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა ჟოაუ კანსელუსაც უხმო. მოქმედი ევროპის ჩემპიონი კი, უკრაინასა და სერბეთს გაეჯიბრება.

ბოსნია

მირალემ პიანიჩი ბოსნიის ნაკრებში გამოიძახეს და სომხეთისა და საბერძნეთის წინააღმდეგ მოუწევს გარჯა.

საფრანგეთი

მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი მოლდოვასა და ისლანდიას შეხვდება. „მამლების“ რიგებში რა თქმა უნდა, მიწვეულია ბლეზ მატუიდი.

პოლონეთი

პოლონეთის ნაკრების კარის სადარაჯოზე დადგება ვოიცეხ შჩესნი, რომელიც ეცდება, რომ საკუთარი კარი მშრალად ავსტრიისა და ლატვიას ნაკრებებთან მშრალად შეინახოს.

არგენტინა

პაულო დიბალა არგენტინის ნაკრებში გამოძახეს ორი ამხანაგური მატჩისთვის. La Joya მადრიდში, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ვენესუელას წინააღმდეგ გარიჯება, ხოლო ოთხი დღის შემდეგ მაროკოს კარის აღებას ეცდება.

ბრაზილია

ასევე ორი სპარინგისთვის ტიტემ ბრაზილიის ნაკრებში ალექს სანდროს უხმო. ბრაზილიის ნაკრები პანამასა და ჩეხეთს გაეჯიბრება.

ურუგვაი

მარტინ კასერესი და როდრიგო ბენტანკური ურუგვაის ნაკრებში ითამაშებენ. „სელესტე“ ჯერ უზებეკეთს გაეჯიბრება, ხოლო შემდეგ ჩინეთს ან ტაილანდს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …