ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი „ჯენოასთან“ (0:2) დამარცხდა და გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით:
პერინი 6 – პირველ ტაიმში ორი მაგარი სეივი შეასრულა, სანაბრიასა და რომეროს დარტყმების შემდეგ. თუმცა, სტურაროს ეპიზოდში რეაგირება დააგვიანა და ანგარიში გაიხსნა.
კასერესი 6 – დასაწყისშივე ყვითელი ბარათი მიიღო. „როსობლუს“ გოლებში კონკრეტული ხარვეზები მას არ ჰქონია.
ბონუჩი 5 – დასწრებებზე იდეალურად არ უთამაშია. სტურაროს გოლის დროს კი ბურთიდან მეტისმეტად შორს იყო.
რუგანი 5 – კუამეს სისწრაფეებთან პრობლემა შეექმნა. მეორე გოლის ეპიზოდში ძალიან ნელა მოქმედებდა მის წინააღმდეგ და პანდევზე პასის გაკეთების საშულება მისცა.
კანსელუ 6 – ისეთი არ იყო, როგორც სამშაბათს, მაგრამ შედარებით კარგად ითამაშა. დიბალას გოლის დროს პასი სწორედ მან გააკეთა, თუმცა გოლი გაუქმდა.
ბერნარდესკი 5.5 – იბრძოლა, მაგრამ შედეგი არ გამოუღია.
ემრე ჯანი 5.5 – მტიცე, მაგრამ გადაღლილი.
პიანიჩი 5.5 – პირველ ტაიმში ორ შეტევას ლამაზად გაუწია ორგანიზება, მაგრამ მთლიანობაში ნაკლებად ზუსტი და მტკიცე თამაში ჰქონდა. პირველ გოლშიც არ უთამაშია უნაკლოდ.
ბენტანკური 5 – ის არ განიცდის კარგ პერიოდს. მიუხედავად იმისა, რომ სამშაბათს არ უთამაშია, ამჯერადაც ვერ გამოიყენა შანსი.
სპინაცოლა შ.გ – ლეონარდომ მხოლოდ 13 წუთი ითამაშა.
ალექს სანდრო 5 – სამშაბათს ენერგია არ დაუხარჯია, მაგრამ მაინც ცუდად ითამაშა.
დიბალა 5 – მობილური, მაგრამ არა შედეგიანი. გოლი, რომელიც გააუქმეს, არ გავიდოდა, რომ არა კრიშიტოს რიკოშეტი. „ჯენოას“ მეორე გოლი კი მისი არაზუსტი გადაცემის შემდეგ დაიბადა.
მანჯუკიჩი 5.5 – პიანიჩთან რამდენჯერმე კარგად გაითამაშა კომბინაცია პირველ ტაიმში და პენალტიც გამოიმუშავა, თუმცა, მსაჯმა ვერ დაინახა. თუმცა ეს ყოფილა ტოპ თამაში.
კინი შ.გ – მოიზე კინმა ამჯერად მხოლოდ 17 წუთი გაატარა მოედანზე.