ტურინის „იუვენტუსის“ ძირითად შემადგენლობაში პაულო დიბალა ბოლო დროს იშვიათად ხვდდება და იწერება, რომ ზაფხულში გუნდს დატოვებს.
ამასთან დაკავშირებით Corriere di Torino ცნობას ავრცელებს და წერს, რომ დიბალას პაველ ნედვედი ესაუბრა. არგენტინელი პაველს თავის მომავალზე დაეკითხა და ასეთი პასუხი მოიგო:
„დაივიწყე, ეს ყველაფერი ჭორებია. „იუვე“ შენზე აკეთებს აქცენტს და არ უნდა გაყიდვა“.
ვნახოთ, რამდენად გამართლდება ეს სიტყვები. ფაქტია, დიბალა ტურინელთა რიგებში შეუცვლელი ფიგურა აღარაა.