მთავარი / სიახლეები / იტალო კუჩი: “ზედიზედ რვა სკუდეტო წარმოუდგენელი მოვლენაა”

იტალო კუჩი: “ზედიზედ რვა სკუდეტო წარმოუდგენელი მოვლენაა”

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი იტალო კუჩი ამბობს, რომ ზედიზედ რვა სკუდეტოს მოგება წარმოუდგენელი შედეგია. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსთან“ მატჩით იმედგაცრუებულია და ამბობს, რომ თუ „იუვენტუსს“ ნახევარფინალში თამაშო უნდა, ტურინში სხვანაირად უნდა ითამაშოს.

„იუვე“ ყოველთვის გამარჯვებისთვის თამაშობს. რვა სკუდეტო ზედიზედ მოვლენაა, რომელზეც არასდროს მიფიქრია და ვერ წარმომედგინა, რომ ვინმე მოიგებდა.

„აიაქსი“? გოლი, რომელიც „იუვემ“ გაუშვა მისი სტილი არაა, არაა იმ გუნდის შესაფერისი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა. საპასუხო თამაშში სხვა „იუვე“ იქნება საჭირო. სავარაუდოდ „აიაქსი“ გარისკავს და შიშის გარეშე ითამაშებს“, – თქვა კუჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …